კონფერენციის შესახებ

ფორმულა X-ის კონფერენციის თემაა "გავუფრთხილდეთ რესურსებსა და გარემოს".

კონფერენციის ფარგლებში თქვენ გევალებათ გამოგზავნოთ სპეციალური წესების დაცვით შექმნილი პროექტი, მოცემული თემის შესახებ.

მოცემული თემა დაყოფილია 5 კატეგორიად, რომელშიც ნაწილდება მონაწილეების მიერ გამოგზავნილი პროექტები. ეს კატეგორიებია: გადამუშავების ტექნოლოგიები , განახლებადი ენერგია , რობოტი მოწყობილობები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სამეცნიერო კვლევა. თითოულ მათგანზე დაჭერით შეგიძლიათ გაეცნოთ კონკრეტულად კატეგორიის შინაარსს და მოთხოვნებს.

 

კონფერენციის მიმდინარეობა

პროცედურულად კონფერენცია მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  • თქვენ აგზავნით პროექტს შევსებული აპლიკაციის საშუალებით
  • ჩვენ ვარჩევთ შემოსული პროექტებიდან 30 საუკეთესოს და ვაცხადებთ ფინალისტ პროექტებს.
  • კონფერენციის დღეებში თითოეულ პროექტს გამოყოფილი აქვს საკუთარი სტენდი რომელიც იდგმევა დარბაზში.
  • სტენდთან მდგომი გუნდის ერთ-ერთი წევრი დამთვალიერებლებს უტარებს პროექტის მინი პრეზენტაციას და პასუხობს მის შეკითხვებს
  • გაწერილი განრიგის მიხედვით, იქვე მდგომ სცენაზე გამოდიან პროექტების გუნდების ლიდერები და აკეთებენ საჯარო პრეზენტაციას თავიანთი პროექტის შესახებ, ფონზე სლაიდშოუსა და სხვა თვალსაჩინოებების თანხლებით. აქაც ისინი პასუხობენ მსმენელების შეკითხვებს.
  • "ხალხის რჩეულის" შერჩევის წესი

  • საგამაოფენო დარბაზში სადაც თქვენი სტენდები განლაგდება, გამოყოფილი იქნება ხმის მიცემის კუთხე.
  • თითოეულ დამთვარიელებელს სურვილისამებრ შეეძლება ხმა მისცეს მის რჩეულ პროექტს.
  • თითოეულ დამთვალარიებელს ხმის მიცემა შეეძლება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.
  • დაჯილდოების ცერემონიალზე, ხალხის რჩეულ გუნდს გადაეცემა პრიზი
  • დეტალურად ხმის მიცემის მეთოდებსა და წესებს გაეცნობით ადგილზევე, ხმის მიცემის კუთხესთან გამოკრულ სპეციალურ დოკუმენტში.