პროექტის შესახებ

ორგანიზაცია fx-ის შესახებ

Fx - ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ორგანიზაციის ფუნქციაა აღნიშნულ სფეროებში სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სამეწარმეო საქმიანობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო იდეების გამოვლენა, განვითარება და განხორციელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ჩვენს გვერდს Facebook-ზე: http://goo.gl/yeIgQ

ფორმულა x-ის შესახებ


ფორმულა X წარმოადგენს ახალგაზრდულ, სამეცნიერო-შემეცნებითი ტიპის კონფერენცია-კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ პროექტის ხელმძღვანელებს (ასაკის ზედა ზღვარის შეუზღუდავად) და მოსწავლე / ბაკალავრიატის სტუდენტ ახალგაზრდებს (24 წლამდე).

წლევანდელი კონფერენციის თემაა "გავუფრთხილდეთ რესურსებსა და გარემოს". კონფერენციის მონაწილეებს კი ევალებათ მოამზადონ პროექტი და ჩაატარონ პრეზენტაციები აღნიშნული თემის გარშემო.

ფორმულა X ასევე მოიცავს ვიდეო კონკურსსა და პოსტერების კონკურსს თემაზე "არ დაანაგვიანო შენი ქალაქი".

ღონისძიება ჯამში 165-მდე მონაწილე ახალგაზრდას და 60-მდე პროექტს უმასპინძლებს.

ფორმულა X-ის პარტნიორი და მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული მარათონის პრიზის და ღონისძიების ყველა მონაწილისათვის საჩუქრების სპონსორები არიან სპორტული პროდუქტების მაღაზია მასტერ სპორტი, ელექტრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია HUAWEI, გაზეთი "ნავიგატორი", ჟურნალი National Geographic საქართველო და ორგანიზაცია "სინერჯი".

ღონისძიების მიზანია გამოვავლინოთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მზაობა ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის. ერთად შევკრიბოთ ქართველი მოაზროვნე ახალგაზრდები და უზრუნველვყოთ თავისუფალი გარემო, ერთმანეთში იდეების მიმოცვლისათვის. ჩვენ გვსურს მათ შორის ახალი საქმიანი კავშირების გაჩენა, ქვეყნისათვის სასარგებლო საკითხებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობის მხარდაჭერა.

ფორმულა X ემსახურება, როგორც ქვეყნის განვითარებასა და ეკოლოგიურ დაცვას, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებასა და მათი საღი იდეების წარმოჩენას.

თქვენ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ: კონფერენციას , ვიდეო კონკურსს, პოსტერების კონკურსს