პოსტერების კონკურსის შესახებ

ფორმულა X-ი მოიცავს პოსტერების კონკურსს თემაზე "არ დაანაგვიანო შენი ქალაქი".

კონკურსის ფარგლებში თქვენ გევალებათ შექმნათ პოსტერის დიზაინი თემის შესახებ, სპეციალური წესების დაცვით.

ეცადეთ, თქვენი ნამუშევარი იყოს ორიგინალური და არ იყენებდეს სხვა ავტორის გრაფიკულ გამოსახულებებსა თუ ფოტოგრაფიებს. დაიცავით შრიფტის ზომები, სწორად გაანაწილეთ ობიექტები და შექმენით შთამბეჭდავი კომპოზიცია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კომპიუტერით აწყობილი დიზაინი თუ ხელით დახატული, ან სხვა ხელოვნური მეთოდებით შექმნილი ნამუშევარი. მთავარია, თქვენი პროდუქტი ნათლად ანახებდეს დამთვალიერებელს, თუ როგორ უარყოფით იმიჯს იქმნის ადამიანი ნაგვის ქუჩაში დაყრით და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ქუჩების დაბინძურებამ. თქვენი პოსტერი აქტიურად უნდა მოუწოდებდეს ქართველ მოქალაქეებს არ დაანაგვიანონ ქალაქი.

პოსტერების კონკურსის მიმდინარეობა

პროცედურულად პოსტერების კონკურსი მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  • თქვენ აგზავნით თქვენი პოსტერის დიზაინს შევსებულ აპლიკაციასთან ერთად.
  • ჩვენ ვარჩევთ შემოსული პოსტერებიდან 10 საუკეთესოს და ვაცხადებთ ფინალისტ ავტორებს რომლებიც 21-23 მარტს ფორმულა X-ში მიიღებენ მონაწილეობას.
  • კონფერენციის დღეებში, თითოეულ პოსტერს გამოეყოფა საკუთარი სტენდი, რომელიც დაიდგმება დარბაზში.
  • თქვენი პოსტერები აიტვირთება ასევე ფორმულა X-ის ვებსაიტზე და სოციალურ გვერდებზე.
  • ორგანიზაცია fx-ის ჟიური, სპეციალური შეფასების სისტემის საფუძველზე, გამოავლენს გამარჯვებულ პოსტერს, რომლის ავტორი დაჯილდოების ცერემონიალზე დასაჩუქრდება განსაკუთრებული პრიზით.