ვიდეო კონკურსის შესახებ

ფორმულა X-ი მოიცავს ვიდეო კონკურსს თემაზე "არ დაანაგვიანო შენი ქალაქი".

კონკურსის ფარგლებში თქვენ გევალებათ გადაიღოთ 3 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეორგოლი მოცემული თემის შესახებ, სპეციალური წესების დაცვით.

ეცადეთ იყოთ ორიგინალურები და შემოქმედებით მიუდგეთ საქმეს. გადაიღოთ მაღალი ხარისხისა და კარგი ფერების მქონე გამოსახულება, დააბალანსოთ ყველა საჭირო პარამეტრი და რაც შეიძლება მკაიფოდ გადმოსცეთ მესიჯი. შეგიძლიათ ვიდეოში ჩართოთ თქვენს მიერ მოფიქრებული სლოგანი. რაც მთავარია, თქვენი პროდუქტი ნათლად უნდა ანახებდეს მაყურებელს თუ როგორ უარყოფით იმიჯს იქმნის ადამიანი, ნაგვის ქუჩაში დაყრით და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ქუჩების დაბინძურებამ. თქვენი ვიდეორგოლი აქტიურად უნდა მოუწოდებდეს ქართველ მოქალაქეებს არ დაანაგვიანონ ქალაქი.

ვიდეო კონკურსის მიმდინარეობა

პროცედურულად ვიდეო კონკურსი მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  • თქვენ აგზავნით გადაღებულ ვიდეო რგოლს შევსებული აპლიკაციის საშუალებით.
  • ჩვენ ვარჩევთ შემოსული ვიდეორგოლებიდან 15 საუკეთესოს და ვაცხადებთ ფინალისტ გუნდებს, რომლებიც 21-23 მარტს ფორმულა X-ში მიიღებენ მონაწილეობას.
  • კონფერენციის დღეებში, სპეციალურად შერჩეულ დროს, ჩავატარებთ ფინალისტი ვიდეო რგოლების ჩვენებას.
  • თქვენი ვიდეორგოლები ასევე აიტვირთება ფორმულა X-ის ვებსაიტზე და სოციალურ გვერდებზე.
  • ორგანიზაცია fx-ის ჟიური სპეციალური შეფასების სისტემის საფუძველზე, გამოავლენს სამ გამარჯვებულ ვიდეორგოლს, რომლის ავტორი გუნდებიც დაჯილდოების ცერემონიალზე დასაჩუქრდებიან განსაკუთრებული პრიზებით.